ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე | დღეს წითელი პარასკევია

ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე | დღეს წითელი პარასკევია

18-04-2025, 00:09 - 2025
350
       

ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე - დღეს წითელი პარასკევია.
 
მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.
 
წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.
 
მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები