დავით დოიაშვილისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან“ დუტა სხრიტლაძე მივიდა.
მსახიობი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო.
„მოულოდნელი ამბავი იყო ჩემთვის და საერთოდ ყველასთვის. გაოგნებული დავრჩით. თეატრიდან, პრემიერიდან მოვდივართ და ვერ ვხდები რა ხდება. ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. არ ისჯება, ხელოვნებას ვერ დასჯი, რანაირად უნდა დასაჯო ხელოვნება. ხელოვნება არ ისჯება. ეს იქნება მარტივი სათქმელი, რისთვისაც აქ ვართ შეკრებილი“, - ამბობს დუტა სხირტლაძე.