ირაკლი ჩხიკვაძე: რეპრესიებს პასუხი გაეცემა

ირაკლი ჩხიკვაძე: რეპრესიებს პასუხი გაეცემა

16-04-2025, 23:52 - 2025
1 056
       

მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე აანონსებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ კულტურის სფეროში მოწყობილ რეპრესიებს თავისუფალი ხელოვანები საკადრის პასუხს აუცილებლად გასცემენ.
 

„არ გავჩერდებით და არ დავნებდებით. ამას არ შევეგუებით არცერთ ვარიანტში. არავინ არ შეეგუება ამ ამბავს. არ შეიძლება ესე მეგობრებო. ნამუსის ძარღვი რომ გაგიწყდება ადამიანს, მერე ალბათ ყველაფერს იკადრებ და აღარც ელოდები პასუხს. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, თემურ ჩხეიძის სახელოსნო დაკეტეს, ახლადოი მოხსნეს. გააგრძელებენ რეპრესიებს. ძალიან ცუდი ნაბიჯები გადაგდეს. ამ რეპრესიებს არ შევეგუებით და პასუხი გაეცემა, რა თქმა უნდა“, - ამბობს ირაკლი ჩხიკვაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები