ლევან წულაძე: დათო დოიაშვილის გათავისუფლება არის ძალიან დიდი უსამართლობა

ლევან წულაძე: დათო დოიაშვილის გათავისუფლება არის ძალიან დიდი უსამართლობა

16-04-2025, 23:14 - 2025
427
       

„ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, ძალიან დიდი უგუნურება და დანაშაული ქართული კულტურის წინაშე“, - ასე ეხმაურება რეჟისორი ლევან წულაძე (ჭოლა) „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.
 
ლევან წულაძის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კულტურის სფეროს პასუხი შეიძლება იყოს „აღშფოთება და პროტესტი“.
 

„არსებობს პოლიტიკა და არსებობს კიდევ ქართული თეატრის მომავალი. დავით დოიაშვილი იყო ის ადამიანი, ვისაც ქართული თეატრი წინ მიჰყავდა, საუკეთესო რეჟისორი იყო ქართველ რეჟისორებს შორის. მისი ასე გადაგდება იმიტომ, რომ ვინმეს რაღაცა არ მოსწონს, ეს არის დანაშაული ქართული კულტურის წინაშე. პოლიტიკა შეიცვლება, გაივლის ყველაფერი, მაგრამ კულტურის დაღუპვა და მკვლელობა არ შეიძლება“, - განაცხადა ლევან წულაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები