„რეპრესიები დიდი ხანია დაწყებულია, კულტურის სამინისტროს განცხადება აბსურდია, ძალიან დამამცირებელია თითოეული მსახიობისთვის, რეჟისორისთვის“, - ამის შესახებ მსახიობმა ეკა დემეტრაძემ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრთან“ განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილი გაათავისუფლა.
„რეპრესიები დიდი ხანია, რაც დაწყებულია. ამას ძალიან დიდი ხანია ვყვირით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება არის თუ არა რეპრესიები, ან თუ ვინმეს სჯერა იმ განცხადების, რასაც ე.წ კულტურის მინისტრი ამბობს, მართლა აბსურდია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძალიან დამამცირებელია თითოეული მსახიობისთვის, რეჟისორისთვის“, - განაცხადა დემეტრაძემ.