იდენტიფიცირებულია ღამის კლუბი, სადაც მომხმარებლებს 33 500 ლარზე მეტს სძალავდნენ

იდენტიფიცირებულია ღამის კლუბი, სადაც მომხმარებლებს 33 500 ლარზე მეტს სძალავდნენ

16-04-2025, 16:27 - 2025
1 903
       

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 6 პირს ბრალდება წარუდგინა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
 
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით ღამის კლუბ „დაიმონდის“ მფლობელს, კლუბში დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა - დაწესებულებაში შესულ ტურისტებს, მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.
 

„აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის 8 მოქალაქის 33 500 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებას შეეცადნენ. დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები