რა განცხადება გააკეთა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ?! | იხილეთ სტატია

რა განცხადება გააკეთა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ?! | იხილეთ სტატია

16-04-2025, 02:56 - 2025
10 810
       

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“ გასვლაზე „ასტონ ვილასთან“ 2:3 დამარცხდა, მაგრამ ორრაუნდიანი დაპირისპირების ჯამში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ Canal+ - სთან კომენტარი „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა:
 

„1/2-ფინალში გასვლა ყოველთვის რთულია. ეს ზედიზედ მეორედ მოვახერხეთ. ძალიან მძიმე მატჩი იყო. თამაში ისე დავიწყეთ, რომ უკეთ არ შეიძლებოდა, მაგრამ მერე სირთულეები შეგვექმნა. პირველ ტაიმში ძალიან თავდაჯერებულები ვიყავით, რაც კარგია. ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მინდა გულშმატკივრებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც მუდამ ჩვენთან არიან. მართლაც კარგ დროებას განვიცდით. ზედმეტად თვითდაჯერებულები არასოდეს არ უნდა ვიყოთ, რადგან თამაშისას ყველაფერი იცვლება და მზადყოფნა გვმართებს. „ასტონ ვილა“ ძალიან კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. პოზიტივი უნდა დავინახოთ და ბედნიერები ვართ. პროგრესით კმაყოფილები ვართ. რთული წელი გამოგვივიდა, გუნდის გარშემო ბევრი ეჭვები არსებობდა, თუმცა ისევ გასულ წელზე უკეთესი გუნდი ვართ. ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები