ბესიკ თამლიანის დედა განცხადებას აკეთებს

ბესიკ თამლიანის დედა განცხადებას აკეთებს

27-01-2022, 21:37 - 2022
688
       

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სამოქალაქო აქტივისტის, ბესიკ თამლიანის წინასასამართლო სხდომა ჩატარდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ თამლიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს.

დაკავებული აქტივისტის დედა, რუსუდან თამლიანი აცხადებს, რომ მისი შვილის პატიმრობაში ყოფნა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. მისი თქმით, ქვეყანაში უსამართლობა სუფევს.

„ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. იმიტომ, რომ ჩემი შვილი 20 ივნისის ღამის პატიმარიც არის, მაშინ ვერ დაუმტკიცეს ვერანაირად ბრალი. თვითონ საპროცესოზე არანაირად არ წავიდა, რომ გამამართლებელი განაჩენით უნდა გამოვიდე იქიდანო და არც ამნისტია არ ცნო. ეს სასამართლო კი არა უსამართლობა სუფევს ამ ქაჯეთის ციხეში. რისი იმედი და მოლოდინი უნდა მქონდეს“, - განაცხადა რუსუდან თამლიანმა „ტვ პირველთან“.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. თამლიანი წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება.


ფოტო: რადიო თავისუფლება

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები