GWP-ის ინფორმაციით, 15 აპრილს კომპანია ჩუღურეთის, ვაკისა და სამგორის რაიონებში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ამ რაიონების ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
15 აპრილს 14:00 საათიდან 16 აპრილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონში:
აბაშის, სენაკის, გივიშვილის, ლანჩხუთის, ჭალადიდის, ხონის, ციშის N 2, 4, თეკლეთის, ტაშირის, ლაილაშის, სალხინოს ქუჩებს.
15 აპრილს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ალექსანდრე იოსელიანი, წმინდა ვასილესკო ქუჩა, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N32–52 (ლუწები), N33-73 (კენტები), (ჯიქია N32-46 (ლუწები) N37-103 (კენტები)
15 აპრილს 22:00 საათიდან 16 აპრილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
მოსკოვის გამზირი N41, 41/2, 41/3. მოსკოვის გამზირი I,V კვარტლებს.