მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 8 საათით შუწყდება | იხილეთ დეტალურად

მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 8 საათით შუწყდება | იხილეთ დეტალურად

14-04-2025, 23:53 - 2025
325
       

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში სტალინის, ბექაურის, მწითურის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში: კობიაანთკარი, შალიკიანთკარი, სულიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში;
 
11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე;
 
11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში;
 
12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, მუხრანი, წეროვანი, პატარა და ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში;
 
12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახუშტი ბატონიშვილის, ჩალიპირების, ავთანდილის, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 

12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ლისზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები