გიორგი ვაშაძე: გახარიას მისვლა შეცდომა იყო

გიორგი ვაშაძე: გახარიას მისვლა შეცდომა იყო

14-04-2025, 23:07 - 2025
398
       

ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას გამოცხადებას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე შეცდომად და არასწორ ნაბიჯად აფასებს.
 
გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისია რეალურად „რუსული საინფორმაციო ომის სცენარია“.
 

„ჩემი აზრით, იყო შეცდომა გახარია რომ მივიდა, არასწორი იყო თავისთვისაც. შეცდომა დაუშვა და საერთო პროცესისთვისაც შეცდომა დაუშვა. წულუკიანი და აქეთ მხარეს იმდენად მტყუანები არიან, რომ თავის ველზეც მუდმივად ფეთქდებიან. დღეს უფრო რაღაც გადალაპარაკებები იყო, რომელიც დიდად არ მომისმენია. არ მიყურებია, რატომ უნდა მეყურებინა. თუ არალეგიტიმურია, თუ ვამბობთ, რომ არ მივდივართ, რატომ უნდა ვუყურო. უნდა გავთიშოთ. ეს მთელი სცენარი არის რუსული საინფორმაციო ომის სცენარი, რომ შოუ ჰქონდეთ და სანახაობა ჰქონდეთ“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები