ბოლო 24 საათში, 4 მიწისძვრა მოხდა | ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ

ბოლო 24 საათში, 4 მიწისძვრა მოხდა | ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ

14-04-2025, 01:27 - 2025
750
       

ტაჯიკეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 მიწისძვრა მოხდა. მათ შორის ყველაზე ძლიერი 5.9 მაგნიტუდის.
 
ბიძგები დაფიქსირდა დუშანბეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, რაშტის რეგიონში, ტაჯიკეთის დედაქალაქიდან 158-163 კილომეტრის დაშორებით.
 
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 30-მდე სახლი და სკოლის შენობა დაინგრა. აღმოსავლეთ ტაჯიკეტში რაშტის რაიონში, სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები