ცნობილია კონფლიქტის მიზეზი | ახალი დეტალები სოცქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს ფიგურანტებზე

ცნობილია კონფლიქტის მიზეზი | ახალი დეტალები სოცქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს ფიგურანტებზე

14-04-2025, 00:54 - 2025
2 239
       

უმძიმესმა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ აბულინგებს და სცემს არასრულწლოვანი გოგო 13 წლის მოზარდს, საზოგადოება შეძრა.

გაირკვა, რომ ძალადობის ფაქტი გასულ წელს მოხდა. ვიდეოც მაშინ გადაიღეს, თუმცა სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ფაქტი რუსთაველის გამზირზე მოხდა, იმ ადგილას, სადაც ოჯახისგან შორს მყოფი ბავშვები ხშირად იკრიბებოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი ტელეფონის გამო დაიწყო და 13 წლის გოგოს ბულინგით და ცემით დასრულდა. ვიდეოში ჩანს, რომ საერთო ნაცნობები გაუნძრევლად დგანან, ერთ-ერთი ვითარებას ამწვავებს, მეორე კი ძალადობას იღებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე გამოძიება უკვე დაიწყო. 13 წლის ბავშვი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზარალებულად ცნეს. თვითმხილველები მოწმის სახით გამოჰკითხეს, 16 წლის გოგო კი, ძალადობისთვის პასუხისგებაში მისცეს. არასრულწლოვანს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს. მშობელი ამ პროცესს არ დასწრებია.
 
ძალადობაში მხილებული მოზარდის და ნაცემი ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მხოლოდ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში გვითხრეს, რომ მათ ყველა შესაბამისი სერვისით, მათ შორის, ფსიქოლოგით სარგებლობა შეუძლიათ. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხანგრძლივ პროცესზე საუბრობენ სპეციალისტები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები