ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე, ე.წ „ტიტანიკის“ სახელით ცნობილ კორპუსში ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს მძიმე ფაქტი 11 აპრილს საღამოს საათებში მოხდა.
ბავშვი დაზიანებებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მის სხეულზე დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ნიკოლოზ კოკოშაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
„ე.წ ტიტანიკის“ კორპუსს ეძახიან ცხრა სართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. ამ კორპუსის ნაწილი დაცლილია, მაგრამ ერთ სადარბაზოში სიცოცხლის რისკის ფასად ადამიანები ისევ აგრძელებენ ცხოვრებას. მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას წლებია ითხოვს. გარდაცვლილი ბავშვი იქვე ახლოს, სხვა კორპუსში ცხოვრობდა, მეცხრე სართულზე 13 წლის ბიჭი უფუნქციო ლიფტის შახტაში ჩავარდა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.