წულუკიანი გახარიას „საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 14 აპრილს, ორშაბათს იბარებს

წულუკიანი გახარიას „საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 14 აპრილს, ორშაბათს იბარებს

13-04-2025, 08:14 - 2025
396
       

წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას სხდომაზე 14 აპრილს, ორშაბათს იბარებს.
 
ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის გვერდზე ვრცელდება:
 

„14 აპრილს, 12:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა. სხდომაზე მოწვეულია ბატონი გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას დაბარების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გახდა ცნობილი, თუმცა რიცხვი დაკონკრეტებული არ ყოფილა. ჯერჯერობით უცნობია თავად პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის პოზიცია - აპირებს თუ არა მისვლას კომისიის სხდომაზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები