„რუსეთი ახლა უკრაინაში საავადმყოფოებს ბომბავს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი მორალური არჩევანი, რაც ნებისმიერ მთავრობას შეუძლია გააკეთოს, არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა.
„გაითვალისწინეთ ეს: პუტინმა დაიწყო მასობრივი აგრესიის ომი ევროპაში კვლავ მძვინვარე პანდემიისას.
ამასთან, რუსეთი ახლა უკრაინაში საავადმყოფოებს ბომბავს. ეს ბოროტების მიღმაა.
ერთადერთი მორალური არჩევანი, რაც ნებისმიერ მთავრობას შეუძლია გააკეთოს, არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა“, - წერს დმიტრო კულება.