ლუკაშენკო: შეხედეთ, რა მოხდა საქართველოში, ეს არის გზა, რომელსაც უკრაინაც გაივლის

ლუკაშენკო: შეხედეთ, რა მოხდა საქართველოში, ეს არის გზა, რომელსაც უკრაინაც გაივლის

12-04-2025, 02:58 - 2025
687
       

„შეხედეთ, რა მოხდა საქართველოში. აი, გუშინ წავიკითხე, რომ ისინი უკვე არ გამორიცხავენ, რომ მათ შეუძლიათ, ვციტირებ, „ტერიტორიული მთლიანობა“ აღადგინონ. დღეს ისინი ჩვენს ბაზარზე უკვე არა მხოლოდ ღვინოს, არამედ სხვა პროდუქტებსაც ყიდიან, რომელიც ვერსად ვერ წაიღეს, არც ევროკავშირში და არც ამერიკაში არ მიიღეს - იქ თავიანთი ასეთი სიკეთეებიც ყოფნით. სად მოვიდნენ? მოვიდნენ ჩვენთან, [და] რუსეთთან. თუმცა, ჩვენ საქართველოსთან ადრეც ვთანამშრომლობდით. აი, ეს არის გზა, რომელსაც უკრაინაც გაივლის. თუმცა, ჩვენ გვჭირდება ეს რთული გზა? არა. უკრაინელებმა NATO-ში, ევროკავშირში შესვლა სცადეს. როდესაც საღად მოაზროვნე ხალხი მოვა [მმართველობაში], ისინი ჩვენი კავშირისთვის ხელის კვრას არ დაიწყებენ. ვფიქრობ, უკრაინა ჩვენთან იქნება“, - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ტელეკომპანია Мир-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები