ჩინეთმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა.
განცხადება ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა.
სამინისტროს თქმით, 125%-იანი ტარიფი აშშ-ს წინაააღმდეგ ძალაში 12 აპრილს შევა.
ცნობისთვის, გუშინ, 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული.
მანამდე, 9 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთზე ტარიფებს 125%-მდე ზრდიდა, მას შემდეგ რაც პეკინმა მის წინა ზომებზე საპასუხო სანქციები დააწესა.
მეორე მხრივ, იმავე დღეს ტრამპმა, ვინაიდან 75-მდე ქვეყანამ აშშ-სთან ტარიფებზე მოლაპარაკება სცადა, დანარჩენ ქვეყნებს საპასუხო ტარიფები 90 დღით შეუჩერა და მათ წინააღმდეგ ტარიფები მხოლოდ 10%-მდე შეამცირა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ 75-მდე ქვეყანა ტრამპის ადმინისტრაციას ვაჭრობაზე, სავაჭრო ბარიერებზე, ტარიფებსა და რიგ სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით დაუკავშირდა.
შესაბამისად, ტრამპის თქმით, ვინაიდან აღნიშნულმა ქვეყნებმა, მისი „მტკიცე რჩევის შესაბამისად“, პასუხი არ გასცეს აშშ-ს საპასუხო ტარიფებს, ტრამპმა 90-დღიანი პაუზა შემოიღო, რა პერიოდშიც ჩინეთის გარდა ყველა სხვა ქვეყნისთვის ტარიფები 10%-მდე შემცირდება.