დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

10-04-2025, 16:16 - 2025
367
       

დიდმა ბრიტანეთმა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.
 
კერძოდ ანქციები დაუწესდათ, (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე) შალვა ბედოიძეს, (სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე) მირზა კეზევაძეს, (სპეციალური საგამოძიებო სამსახუის უფროსი) კარლო კაციტაძეც და (გენერალური პროკურორი) გიორგი გაბიტაშვილს.
 
ოთხივე სანქცირებულს გაეყინება აქტივები, ასევე სავიზო შეზღუდვა დაუწესდება.
 

„დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევიბისთვის სასანქციო სიაში 4 პირი დაამატა. ეს პაკეტი მიმართულია ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების (2020 წლის რეგულაციის თანახმად) ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე“, - წერია დოკუმენტში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები