გამყრელიძე განმარტავს, დაუჭერს თუ არა მხარს „მწვანე პასპორტის“ გაუქმებას

გამყრელიძე განმარტავს, დაუჭერს თუ არა მხარს „მწვანე პასპორტის“ გაუქმებას
27-01-2022, 11:11 - 2022
392

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმების საკითხი დადგება ის და მისი უწყება ამას მხარს არ დაუჭერს.

გამყრელიძის თქმით, „მწვანე პასპორტის“ გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ის თერმოსკრინინგთან ერთად წესრიგის დამყარების საშუალებას წარმოადგენს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და პირადად მე არ დავუჭერდი მხარს ე.წ. მწვანე ბარათების გაუქმების საკითხის განხილვას. იდგა საკითხი და სოციალურ ქსელშიც იყო განხილვა, რომ დაწესებულებებში შესვლისას თერმოსკრინინგი გაუქმდეს. ეს ორივე მექანიზმი და განსაკუთრებით „მწვანე ბარათი“ პანდემიის და ეპიდემიის დროს გარკვეულწილად წესრიგის დამყარების საშუალებაა და შესაბამისად, ქცევის ერთ-ერთი ინდიკატორიც. ამ ეტაპზე, გაუქმებას მე მხარს არ დავუჭერდი“, - განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა