გიორგი მუმლაძე 5 000 ლარით კიდევ ერთხელ დააჯარიმეს

გიორგი მუმლაძე 5 000 ლარით კიდევ ერთხელ დააჯარიმეს

12-02-2025, 00:34 - 2025
9 644
       

აქტივისტი, გიორგი მუმლაძე წერს, რომ ის კიდევ ერთხელ დააჯარიმეს 5 000 ლარით.
 
მისი თქმით, მიზეზი გზის გადაკეტვის ბრალდებაა.
 

„ახლა რუსთაველზე ვარ, ფორმიანებს მეორე 5 000-იანი ჯარიმა გამოუწერიათ და მიუტანიათ ჩემთან. 8 თებერვალს რუსთაველს კეტავდაო. პირველი ჯარიმა 7 თებერვლის ეპიზოდზე იყო გამოწერილი! ხვალ, 4 თებერვლის ეპიზოდზე შეაქვთ „სასამართლოში“ კიდევ ერთი საქმე. ამ ბარდაგზე, ჩემი პასუხია, ჯიუტად და ამაყად რუსთაველზე. საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს მუმლაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები