პროევროპული, უწყვეტი პროტესტის 75-ე დღე - რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა.
პოლიცია მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა, რა დროსაც პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ 2 ადამიანი.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ადგილზე არიან სპეცრაზმელებიც.
მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პოლიტპატიმრები.