ლადო აფხაზავა, ნინო ქათამაძე, ჟურნალისტები და აქტივისტები | ხვალ ქუთაისში სასამართლო 9 პირს გაასამართლებს

ლადო აფხაზავა, ნინო ქათამაძე, ჟურნალისტები და აქტივისტები | ხვალ ქუთაისში სასამართლო 9 პირს გაასამართლებს

9-02-2025, 13:46 - 2025
9 448
       

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქმი შემდეგ პირებს გამოუწერეს:

გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, „საქართველოს ამბები“ / „მთის ამბების“ რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი; მაია ცირამუა - ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

პოლიცია მათ, სავარაუდოდ, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავება.
 
არსებული ინფორმაციით, საქმეზე სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები