ნენსი ვოლანდის დედა აცხადებს, რომ პოლიციამ წააქცია და ტელეფონი წაართვა

ნენსი ვოლანდის დედა აცხადებს, რომ პოლიციამ წააქცია და ტელეფონი წაართვა

1-02-2025, 18:27 - 2025
412
       

ნენსი ვოლანდის დედა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.
 
სამოქალაქო აქტივისტის მშობელი აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, პოლიციელებმა „ქურთუკი დაუხიეს, იატაკზე დააგდეს და ტელეფონი წაართვეს“.
 

„დამიბრუნეს ტელეფონი, მაგრამ როგორ წამართვეს უნდა გითხრათ. ქურთუკი დამიხიეს, დამაგდეს იატაკზე და ასე წამართვეს ტელეფონი. ძალადობრივი ქმედებით წამართვეს. ეს იყო ყაჩაღობა. დავრეკე 112-ში სახლის ტელეფონით. გვითხრეს, რომ გამოძახებულია ეკიპაჟიო, მაგრამ ველოდებით უკვე რამდენი ხანია. ახლა კიდევ დავრეკეთ და ვუთხარი, რომ მჭირდება ეკიპაჟი. უნდა დავაფიქსირო ეს ყაჩაღური წართმევა ჩემი ტელეფონის, სახლიდან არ გაშვება და ა.შ.“, - ამბობს ნენსი ვოლანდის დედა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები