„ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს ადვოკატი და მოწმე არ ესწრებოდნენ“, - ამის შესახებ ინფორმაცია „პირველებს“ სამოქალაქო აქტივისტის მეუღლემ მიაწოდა.
ილია ღლონტის ცოლის ცნობით, სახლიდან, სავარაუდოდ, ამოღებულია კომპიუტერი და მობილური ტელეფონი.
„საბოლოო ჯამში, რომ გამოვიდა ილია ვნახეთ, რომ არავინ არ იყო არც ადვოკატი და არც მოწმე, არავინ ყოფილა. მე ვითხოვდი შიგნით შესვლას, იმიტომ რომ ჩემი იურიდიული უფლება იყო დავსწრებოდი ჩხრეკას. ზოგადად ჩხრეკა მოწმის გარეშე არ ტარდება სამართლიან ქვეყანაში, მაგრამ სამართლიან ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. პასუხი ვერ მითხრეს რატომ. სამართალდამცველებმა არაფერი არ მითხრეს საერთოდ. ილიასგან, როგორც გავიგე, სავარაუდოდ იგივე მუხლით მიმდინარეობად ჩხრეკა, რაზეც პირველად შემოვიდნენ ჩვენთან ჩხრეკაზე და გადაიყვანეს, როგორც მითხრეს მთავარ სამმართველოში. ადვოკატიც ახლა მივა მალე იქ. ეს არის გაგრძელება და უკვე გაძლიერებული ძალებით დაშინების, რომ ჩაახშონ პროტესტი, რომ ადამიანებს შეეშინდეთ ქუჩში გამოსვლა, მაგრამ ვერ ისწავლეს, რომ ამას აზრი არ აქვს. ამათ უკვე ორი კაციც აქციაც აშინებთ. ამოიღეს კომპიუტერის პროცესორი, რაც დავინახე და სახლი იყო არეულ მდგომარეობაში“, - ამბობს ილია ღლონტის ცოლი.