პატიმარი, რომელიც მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, მართვით სუნთქვაზეა | განცხადება

პატიმარი, რომელიც მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, მართვით სუნთქვაზეა | განცხადება

30-01-2025, 14:21 - 2025
798
       

გლდანის ციხეში ნაცემი პატიმრის, იოსებ გორგაძის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის „ვივამედის“ კლინიკაშია მოთავსებული.
 
როგორც „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძე „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
 

„იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, აპარატულ მხარდაჭერაზე. არის მართვით სუნთქვაზე. პენიტენციურ დაწესებულებაზეა საუბარი - ჩვენ სრულ ინფორმაციას შემოსვლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ ვაწვდით პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს. ამიტომ ინფორმაციას გაასაჯაროებს სამედიცინო დეპარტამენტი მხოლოდ და მხოლოდ“, - თქვა ჩხაიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები