გლდანის ციხიდან ერთ-ერთი პატიმარი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს

გლდანის ციხიდან ერთ-ერთი პატიმარი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს

29-01-2025, 19:32 - 2025
655
       

სახლახო დამცველის აპარატის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმარი მძიმე დაზიანებებით მოათავსეს.


სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით, კლინიკაში იმყოფებოდა.

„საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე, იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ ვივამედში მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები