რიყის პარკში მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა. შემთხვევა 25 იანვარს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა, გამაფრთხილებელი ნიშნები და უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული.
დაღუპული იოსებ ადეიშვილია. მოზარდის გადარჩენას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.