სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტს 45 ლარიანი დახმარება შეუჩერა

სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტს 45 ლარიანი დახმარება შეუჩერა

29-01-2025, 15:32 - 2025
675
       

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტს, მარიამ ქვაჩახიას სოციალური დახმარება, 45 ლარის ოდენობით, შეუჩერა.

როგორც მარიამი სოციალურ ქსელში წერს, მიმდინარე თვეში მისმა შემოსავალმა, რომელიც ხელფასსა და სტიპენდიას მოიცავს, 1200 ლარი შეადგინა, რაც გახდა მიზეზი სოციალური დახმარების შეჩერების.

„ჩემმა მეგობრებმა, ნათესავებმა ალბათ იციან, რომ დევნილებს ყოველ თვე ერიცხებათ 45ლარი (მეცინება ), დღეს შევამოწმე და არ დამერიცხა, დამაინტერესა რატომ, დავრეკე დევნილთა სამინისტროში და მიპასუხეს რომ თუ შემოსავალი გადაცდა 1200 ლარს დევნილს მომდევნო თვეში ეს უდიდესი 45 ლარი არ დაერიცხება, ბოლოს მითხრა ასეა კანონი რომ იცოდეთო.\nიანვრის თვეში დამერიცხა სტიპენდია და ეს გახდა ამის მიზეზი. ანუ ჩემო დევნილო მეგობრებო სტიპენდია ჩვენთვის არ შეიძლება, კანონი ასეთია ისე, რომ იცოდეთ მომავალში“, - წერს მარიამ ქვაჩახია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები