რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონი ჩააყენეს.
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, უწყვეტი საპროტესტო აქციის 62-ე დღეს, მოსახლეობა ისევ შეიკრიბა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე აქციის დაწყების პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონი ჩააყენა. პოლიციის ძალადობრივი მცდელობის მიუხედავად მოსახლეობა რუსთაველის გამზირი მაინც გადაკეტა.