ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

28-01-2025, 21:40 - 2025
601
       

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
 
შეგახსენებთ, რომ ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდე იყო გავრცელებული. ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
 
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები