არსებული ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდეა გავრცელებული.
ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათზე ინფორმაციას არ შესულა.
ცნობილია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. ადგილზე ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანებაა.