3 თვე მოპარული არჩევნებიდან | მოსახლეობა 19:00 საათზე „თსუ“-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბება

3 თვე მოპარული არჩევნებიდან | მოსახლეობა 19:00 საათზე „თსუ“-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბება

26-01-2025, 09:32 - 2025
1 160
       

26 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვე გავიდა, დღეს მოსახლეობა 19:00 საათზე „თსუ“-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბება, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

„26 იანვარს, 3 თვე გადის, რაც ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელეს და ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენეს. მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით - ჩვენი ხმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველამ. შევიკრიბოთ კვირას, 19 : 00 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მსვლელობით დავიძრათ პარლამენტისკენ. 3 თვეა ვიბრძვით - ერთად დავიცვათ ჩვენი არჩევანი და ევროპული მომავალი!“, - ნათქვამია დაანონსებული აქციის აღწერაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები