როგორ გადაურჩა ზარქუა და სანიკიძე რამდენიმე წლიან პატიმრობას დუბაიში?! | ჟურნალისტური გამოძიება

როგორ გადაურჩა ზარქუა და სანიკიძე რამდენიმე წლიან პატიმრობას დუბაიში?! | ჟურნალისტური გამოძიება

25-01-2025, 23:03 - 2025
1 042
       

„ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, აბუ-დაბიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუდნენ.
 
„ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ე.წ. დეპუტატები დუბაიში ძალადობის გამო ნამდვილად დააჯარიმეს, სასამართლო პროცესიც გაიმართა და მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ.
 
როგორც ტელეკომპანია „პირველი“ იუწყება, დუბაიში ColdPlay-ს კონცეტზე ირაკლი ზარქუა, გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე და საქართველოს მოქალაქე, გიორგი გოგოლაძე ე.წ. დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ დაპატიჟა.
 
ერთ-ერთ სასტუმროში კი ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თავს დაესხნენ საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, ადგილზე იყო ე.წ. დეპუტატების მეგობარი გიორგი გოგოლაძეც, რომელმაც ლაშა გაბიტაშვილის მიმართულებით თეფში ისროლა, თუმცა მომსახურე პერსონალს მოხვდა, რითაც პერსონალი დაშავდა.
 
შემთხვევას წინ უძვღოდა ლაშა გაბიტაშვილისა და ზარქუას სიტყვიერი დაპირისპირება წინა დღით, როდესაც ლაშამ ზარქუას და სანიკიძეს „რუსეთის მონები“ უძახა, თუმცა ე.წ. დეპუტატებმა აღნიშნული ფაქტი რეაგირების გარეშე გაატარეს და ტერიტორია დატოვეს, მეორე დღეს კი სასტუმროში, სადაც ლაშა გაბიტაშვილი სადილობდა, მოულოდნელად თავს დაესხნენ.
 
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჯარო ქცევის დარღვევა და ფიზიკური ძალადობა მათ შორის ცემა აკრძალულია და კანონით ისჯება. სანქცია პატიმრობა, ფულადი ჯარიმა და დეპორტაციაა. მსუბუქი ცემა თუ დაზარალებულს სერიოზული ფიზიკური ზიანი არ მიუღია ექვსი თვიდან 1 წლამდე ვადით ისჯება, მაგრამ პატიმრობის ვადა ორიდან 10 წლამდე იზრდება თუ დაზარალებულს ტრავმა მიადგა. დაზარალებულ ლაშა გაბიტაშვილს დაზიანებები სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ეტყობოდა. თავი ჰქონდა გატეხილი ადგილობრივი სასტუმროს თანამშრომელსაც, რომელსაც გოგოლაძის ნასროლი თეფში მოხვდა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ წევრებს რამდენიმე წლიანი პატიმრობა გარანტირებული ჰქონდათ, რომ არა ისევ ლაშა გაბიტაშვილი, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა, რომ ე.წ. დეპუტატებთან პრეტენზიები არ ჰქონდა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, თითოეულ დაკავებულს 50 ათასი დირჰამი ჯარიმა დაეკისრა, რომელიც დაახლოებით 13 600 დოლარია. მათივე ინფორმაციით, ჯარიმა გოჩა ენუქიძემ გადაიხადა. ცნობილია, რომ ენუქიძემ გადაიხადა გიორგი გოგოლაძის ჯარიმაც
 
რაც შეეხება მოქალაქე გიორგი გოგოლაძეს, მას ყველაზე დიდხნიანი პატიმრობა ელოდა დუბაის ციხეში, რადგან მისი ნასროლი თეფში საამიროების მოქალაქეს თავის არეში მოხვდა, რითაც მძიმე დაზიანებები მიაყენა.
 
საქართველოში დაბრუნებულმა ზარქუამ გოგოლაძესთან კავშირი უარყო. მან განაცხადა, რომ მოქალაქე გიორგი გოგოლაძეს არ იცნობს, ის სრუილად შემთხვევით აღმოჩნდა იქ, რომელიც ლაშა გაბიტაშვილის ქცევით გაღიზიანდა და თეფშიც მაგიტო ისროლა. ამ დროისთვის უცნობია სად იმყოფება გიორგი გოგოლაძე, დაბრუნდა თუ არა ის ქვეყანაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები