სტუდენტები მსვლელობით სამთავრობო მედიებთან მივლენ

სტუდენტები მსვლელობით სამთავრობო მედიებთან მივლენ

25-01-2025, 15:47 - 2025
937
       

უწყვეტი პროტესტის 59-ე დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იკრიბებიან.
 
ისინი მარშით არალეგიტიმური მთავრობის პროპაგანდისტულ მედიებთან: „იმედთან“; POSTV-სთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან გეგმავენ მისვლას.
 
სტუდენტების თქმით, მათ სურთ სამთავრობო მედიებს შეახსენონ მათი მოვალეობა ქართველი ხალხის მიმართ.
 
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის მიმდინარეობის დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები