საქართველოს ეროვნული უნივრესიტეტის სტუდენტებს აუდიტორიაში აღარ უშვებენ.
სტუდენტების ნაწილი რამდენიმე თვეა გაფიცულია, ისინი ქვეყანაში არსებული მდგომარეობას აპროტესტებენ და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციაზე ერთ-ერთი უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდა, „სეუ“-ს სტუდენტია, რომელსაც სისტემა დაუსაბუთებელ დანაშაულს ედავება და თავისუფლებას უზღუდავს.
გაფიცული სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში ათენებდნენ, გუშინ კი როდესაც მათ აუდიტორია დატოვეს, რადგან საპროტესტო მარშს შეერთებოდნენ, უკან დაბრუნებულებს „სეუ“-ს დაცვამ აუდიტორიაში შესვლის უფლება აღარ მისცა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაფიცულ სტუდენტებს სტუდენტური სტატუსი შეუჩერდათ და მათი უნივერსიტეტიდან გარიცხვის პროცესი დაიწყო. დღეიდან სტუდენტები უნივერსიტეტის ცენტრალურ შესასვლელში განთავსდნენ, სადაც ისინი განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას.