არსებული ინფორმაციით, ზარქუა და სანიკიძე 80 ათასი დოლარით დააჯარიმეს

არსებული ინფორმაციით, ზარქუა და სანიკიძე 80 ათასი დოლარით დააჯარიმეს

22-01-2025, 12:10 - 2025
793
       

არსებული ინფორმაციით, აბუ დაბიში დაპატიმრებული „ქართული ოცნების“ წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ.
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაღალჩინოსნებს მაქსიმალური ჯარიმა - 80 000 დოლარი დაეკისრათ გადასახდელად.
 
არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელების გასათავისუფლებლად ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან რამდენიმე ზარიც განახორციელა, თუმცა, მის თხოვნას, გაეთავისუფლებინათ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე შედეგი არ მოჰყვა, ისინი იზოლატორში რამდენიმე დღით დატოვეს.
 
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები