რუხაძე ამბობს, რომ როგავას სცემა არ გააშუქეს, იმიტომ, რომ მისი კომენტარი არ მოეწონათ

რუხაძე ამბობს, რომ როგავას სცემა არ გააშუქეს, იმიტომ, რომ მისი კომენტარი არ მოეწონათ

22-01-2025, 11:45 - 2025
887
       

ბიზნესმენი, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ სპეცრაზმელების მიერ 29 ნოემბრის ღამეს გურამ როგავაზე თავდასხმა არ გააშუქეს, რადგან მეორე დღეს ნაცემი ჟურნალისტის მიერ კლინიკიდან გაკეთებული განცხადება არ მოეწონათ.
 

„როგავა, თუ არ ვცდებით, არ ვანახეთ, იმიტომ რომ, რაღაც თქვა იმედმა მცემაო თუ ჩიხლაძემ მცემაო და მაგაზე გადაწყვიტეს, რომ ამაზე საერთოდ არ მივცეთ ეთერი და დანარჩენი, ყველაფერი ვანახეთ, რამდენადაც მე ვიცი. როგავა არ გავუშვით, იმედმა თვითონ გადაწყვიტა, ჩვენ ყველაფერს ვანახებთ, მაგრამ ახლა ეს რატომ ვალაპარაკოთ, იმიტომ რომ იმედს ურტყამს და ჩიხლაძემ მცემაო [ამბობს], თუ რაღაც. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რაღაც ეგეთი თემა იყო“, - ამბობს ირაკლი რუხაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები