დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება

დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება

19-01-2025, 11:49 - 2025
1 247

დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება.
 
თბილისში, 19:00 საათზე, მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერთა მსვლელობა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
 
19:00 საათზე კი მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქცია არის დაგეგმილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც.
 
21:00 საათზე ცისფერი გალერეის წინ საჯარო დისკუსია „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები“ შედგება.
 
საპროტესტო აქცია 19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება ქუთაისის მერიასთან. ამავე დროს არის დაგეგმილი აქცია „სამშობლოს სამსახურში!“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში. აქცია გაიმართება ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, სახელწოდებით „ბრძოლა გამარჯვებამდე“. 15:00 საათზე დაიწყება „უწყვეტი პროტესტი თელავში!“. 18:00 საათზე კი ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან მოწოდებით - „არა რუსულ რეჟიმს!“.
 
საქართველოში თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი მოთხოვნით - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ დაკავებულთა გათავისუფლებას.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა