თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება.
აქცია-მსვლელობები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, მათ შორის:
14:00 - „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!“ - „სარაჯიშვილის მეტრო“;
15:00 - „გავაპროტესტოთ უსამართლო სასამართლოს განაჩენი!“ - კორნელი ჩალაძის #1, წინასწარი დაკავების იზოლატორთან
18:00 - „მარში „ვეფხისტყაოსნით“ თავისუფლებისაკენ“ - შოთა რუსთაველის ძეგლი
19:00 - აქცია საქართველოს პარლამენტთან
19:00 - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
20:30 – „დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით“ - ფილარმონია
21:00 - საჯარო ლექცია - „ღია სივრცის ტექნოლოგიები პოლიტიკური გარდაქმნისთვის“ - ქაშვეთსა და კლასიკურ გიმნაზიას შორის
21:30 - საჯარო დისკუსია - „როგორი სახელმწიფო გვინდა“ - არწივის ქვეშ.
რაც შეეხება რეგიონებს, ქუთაისში, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება აქცია სახელწოდებით „კი ევროპას, არა რუსეთს!“; ბათუმში, 19:00 საათზე მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართავენ აქციას - „სამშობლოს სამსახურში!“; ზუგდიდში, 17:00 საათზე - „ბრძოლა გამარჯვებამდე“ - სამხარეო ადმინისტრაციის წინ; თელავში, 18:00 - „უწყვეტი პროტესტი თელავში!“ - მერიის წინ; ახალციხეში, 18:00 საათზე - „არა რუსულ რეჟიმს“ - შოთა რუსთაველის ძეგლთან.