სპეცრაზმმა ბათუმში „ბათუმელების“ დამფუძნებელი, ფოტოგრაფი და ოპერატორი დააკავა

სპეცრაზმმა ბათუმში „ბათუმელების“ დამფუძნებელი, ფოტოგრაფი და ოპერატორი დააკავა

13-01-2025, 10:02 - 2025
789
       

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს. მისი დაკავება აქციის გაშუქების დროს მოხდა.
 
ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
 
ბათუმში, აქციის დროს დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე, ასევე აქტივისტი შუშანა მაცაბერიძეც. არსებული ინფორმაციით, სულ ადგილზე 10-მდე ადამიანი დააკავეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
 
გუშინ, ოლიგარქის პოლიციამ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელიც დააკავა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები