უკრაინამ ლუგანსკის რეგიონში მტერი გაანადგურა და ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.
„ქალაქი შჩასწიე აღებულია, მტერმა ზარალი განიცადა. ქალაქი შჩასწიე [ლუგანსკის რეგიონი], რომელსაც თავს დაესხა რუსი აგრესორი, უკრაინამ დაიბრუნა. თავდასხმის მცდელობისას განადგურდა ტექნიკა და 50-მდე მტერი მოვკალით. ბედნიერება ჩვენს ხელშია!“, - წერს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი.