1-ლი იანვრიდან პენსია 35 ლარით, ხოლო რიგითი დეპუტატის ხელფასი 11 680 ლარამდე გაიზარდა

1-ლი იანვრიდან პენსია 35 ლარით, ხოლო რიგითი დეპუტატის ხელფასი 11 680 ლარამდე გაიზარდა

2-01-2025, 20:23 - 2025
1 188
       

1-ლი იანვრიდან პენსია 35 ლარით, „ქართული ოცნების“ რიგითი დეპუტატის ხელფასი კი 2.5-ჯერ, 11 ათას ლარამდე გაიზარდა.
 
პენსიის შემთხვევაში, ცვლილება შეეხება როგორც 70 წლამდე ასაკის პირებს, რომლებიც 350 ლარს მიიღებენ, ისე 70 წელს გადაცილებულებს, ვისთვისაც პენსია 450 ლარი იქნება.
 
რაც შეეხება დეპუტატებს - პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მათი ანაზღაურება 2.5-ჯერ გაიზარდა. როგორც „რადიო თავისუფლებამ“ დათვალა, „ქართული ოცნების“ რიგითი დეპუტატის ხელფასი 4 624-დან 11 680 ლარამდე, პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება კი 6 740-დან 14 600 ლარამდეა გაზრდილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები