საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი
27-01-2022, 09:20 - 2022
622

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სააგენტოს ინფორმაციით, 29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.

მათივე ცნობით, 31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27 იანვარს ნალექიანი, ხოლო 28 იანვრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა