დღეს, 31 დეკემბერს უწყვეტი პროტესტის 34-ე დღეა.
დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან.
განრიგი ასეთია:
11: 00 საათი - საპროტესტო მარათონი პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალი;
21:00 საათი - ახალი წლის ჯადოსნური მარში, თსუ-ის პირველი კორპუსი;
22:30 საათი - ახალი წელი თავისუფლებისთვის! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!, გლდანის ციხე;
23:00 საათი - დინჯად და ჯიუტად ევროპისკენ!, პარლამენტთან;
23:00 საათი - ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე, აქცია პარლამენტთან;
23:30 საათი - გახდი „საიდუმლო სანტა“, პარლამენტთან;
23:30 საათი - ჩვენი გამარჯვებისა იყოს! ახალი წლის ღამე მეღვინეებთან, რუსთაველის 17;
01:00 საათი - ბენდი FREERIDE თავისუფლებისთვის, რუსთაველის 23.