ათონელის რეზიდენციაში თბილისის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვისის“ ჯგუფი გაგზავნა. რეზიდენციაში დიდი სამზადისია.
ადგილზე თბილისის მერიის თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც საახალწლო განათებებს ამონტაჟებენ, მათ უკვე დადგეს სამი ნაძვის ხე.
სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ ხვალინდელი დღისთვის ემზადება, რადგან 31 დეკემბერს ივანიშვილის გუნდის მიერ დასმულმა პრეზიდენტმა ათონელიდან ქართველ ხალხს ახალი წელი უნდა მიულოცოს.