მარნეული-ბოლნისის გზაზე, მანქანა ორ მოზარდს დაეჯახა.
ერთ-ერთი 15 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა, მეორე არასრუწლოვანი კი მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც თვითმხილველი ყვება, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს. მოსახლეობა მის დასჯას ითხოვდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.