შსს „ხარებას“ ჯანმრთელობის შესახებ განცხადებას აკეთებს

შსს „ხარებას“ ჯანმრთელობის შესახებ განცხადებას აკეთებს

30-12-2024, 21:05 - 2024
1 124
       

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ „ავერსის“ კლინიკაში ყოფნასთან დაკავშირებით განმარტებით კომენტარს აკეთებს.
 
სამინისტრო ამბობს, რომ მას რამდენიმე წლის წინ, მხარზე ქირურგიული ოპერაცია აქვს ჩატარებული, რის გამოც, შსს-ს მტკიცებით, ის პერიოდულად იტარებს გეგმიურ შემოწმებას.
 

„გავრცელდა სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმიურ შემოწმებას. ასევე, ვარჯიშის დროს, მან მიიღო დაზიანება, რის გამოც „ავერსის“ კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე“, - ამბობენ შსს-ში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები