დაბომბვის შედეგად კიევის შემოგარენში 1 ადამიანი დაიღუპა

დაბომბვის შედეგად კიევის შემოგარენში 1 ადამიანი დაიღუპა

24-02-2022, 11:17 - 2022
833
       

კიევის შემოგარენში, ბროვარიში, 161-ე სამხედრო ქალაქის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 1 დაიჭრა და დაშავდა კიდევ 5 პირი.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
 
გერაშენკოს ცნობით, მიმდინარეობს ევაკუაცია. დაბომბვის შედეგად დაიწვა ერთი შენობა და ოთხსართულიანი სახლი ნაწილობრივ დაზიანდა.
 
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები