ისტორიაში პირველად, საქართველოში არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა

ისტორიაში პირველად, საქართველოში არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა

29-12-2024, 09:01 - 2024
578
       

ისტორიაში პირველად, საქართველოში არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა.


ქვეყნის ე.წ. მთავრობამ ე.წ. პარლამეთთან ერთად საქართველოს მე-6 პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი აირჩია, რომლის ინაუგურაციაც დღეს პარლამენტის შენობაში შედგა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ქვეყანას ჰყავს არალეგიტიმური მთავარსარდალი.

მმართველი პარტიის არჩევნებში გამარჯვებას არ სცობს მოსახლეობა, ოპოზიცია და ცივილიზებული ქვეყნები. მეტიც პარტია, რომელიც ქვეყანას მმართავს სანქცირებულია, დასანქცირებულია ინდივიდუალური პირები, მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერები, მთავრობის წევრებსა და დიპლომატებს აქვთ სავიზო შეზღუდვები, ფინანსური სანქციების ქვეშ იმყოფება პარტიის ლიდერი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.

მიხეილ ყაველაშვილი არჩეული იქნა „ქართული ოცნების“ ხმოსნების ხმით და არა მოსახლეობის მიერ, მის ინაუგურაციაზე ფიცი არ დაუდევთ საქართველოს თავდაცვის ძალებს. ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი მხოლოდ პარლამენტში მისივე კოლეგების წინაშე წარსდა. მსგავსი ფაქტი დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები